
იგავესნი 6:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
იგავესნი 6:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 6:25 კონტექსტში
6:23რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
6:24რომ გიფარავდეს ავი ქალისგან, უცხო ქალის ლაქარდიანი ენისგან.
6:25გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.
6:26რადგან მეძავი ქალის ფასი ერთი პურის ნაჭერია და გათხოვილი ქალი კი ძვირფასი სულის მომნადირებელი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 6:25
- მათეს სახარება 5:28ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
- იაკობის ეპისტოლე 1:14არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
- იაკობის ეპისტოლე 1:15ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს.
- მეფეთა ბ 11:2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
- მეფეთა ბ 11:5როცა ქალი დაორსულდა, შეუთვალა დავითს: ორსულად ვარ.
- ესაია 3:16თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.
- ქებათა ქება 4:9შენ დაატყვევე ჩემი გული, ო, სძალო, დაო ჩემო! ერთი შეხედვით, შენი ყელსაბამის ერთი მძივით!
განაგრძე კითხვა: იგავესნი 6
სრულად წაიკითხე: იგავესნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში