
იგავესნი 7:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი.
იგავესნი 7:10 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 7:10 კონტექსტში
7:8ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა.
7:9მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში.
7:10და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 7:10
- ტიმოთეს მიმართ ა 2:9ასევე ქალებიც, ღირსეულად მოსილნი, კდემითა და უმანკოებით იმკობდნენ თავს; არა თმაწნულობით, არც ოქროთი თუ მარგალიტით, ანდა ძვირფასი სამოსით,
- ესაია 3:16თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.
- ესაია 3:24სურნელების ნაცვლად აუვად სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:2რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
- კორინთელთა მიმართ ბ 11:3მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცდუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.
- გამოცხადება 17:3და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
- გამოცხადება 17:5და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
- შესაქმე 38:14გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 7
სრულად წაიკითხე: იგავესნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში