
იგავესნი 7:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა.
იგავესნი 7:8 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 7:8 კონტექსტში
7:6როცა სახლის სარკმლიდან, ცხაურს იქით გადავიხედე,
7:7დავინახე ბრიყვთა შორის, გავარჩიე ყმაწვილებს შორის ერთი ბიჭი, ჭკუათხელი.
7:8ქუჩაში მიდიოდა, იმის კუთხესთან, იმის სახლის გზით მიაბიჯებდა.
7:9მიმწუხრზე, დღის მიწურულზე, ღამის ბნელში და უკუნეთში.
7:10და აჰა, ქალი გამოდის მის შესახვედრად, მეძავის საბურველში, გულმზაკვარი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 7:8
- იგავესნი 4:14ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
- იგავესნი 4:15ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
- იგავესნი 5:8შორს იყოს მისგან შენი გზა და არ გაეკარო მისი სახლის კარს,
- იუდას ეპისტოლე 1:23ზოგიერთი ცეცხლს გამოსტაცეთ და იხსენით: ზოგის მიმართაც შიშნარევი სიბრალული გქონდეთ. გძულდეთ ხორცისაგან შებღალული თვით სამოსელიც.
- მეფეთა ბ 11:2ადგა დავითი საღამოჟამს თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ქალი ძალზე ლამაზი იყო სახით.
- მეფეთა ბ 11:3გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: ეს ხომ ბარშებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი.
- მსაჯულნი 16:1ჩავიდა სამსონი ღაზაში, იქ ერთი მეძავი ნახა და შევიდა მასთან.
- იგავესნი 7:12ხან ქუჩაშია, ხან მოედანზე - ყოველ კუთხეშია ჩასაფრებული;
განაგრძე კითხვა: იგავესნი 7
სრულად წაიკითხე: იგავესნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში