
იგავესნი 8:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
იგავესნი 8:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 8:21 კონტექსტში
8:19ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
8:20სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
8:21რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
8:22უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:21
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:4რათა დაიმკვიდროთ უხრწნელი, წმიდა და უჭკნობი სამკვიდრო, ცაში გამზადებული თქვენთვის,
- იგავესნი 24:4ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.
- მათეს სახარება 25:46და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.
- შესაქმე 15:14იმ ხალხს კი, ვისი მორჩილნიც შეიქნებიან, მე განვსჯი; შემდგომ ამისა დიდძალი ქონებით გამოვლენ უკან.
- ფსალმუნები 16:11მასწავლე გზა ცხოვრებისა, სისავსე სიხარულის შენი სახის წინაშე, ნეტარება - შენი მარჯვენით უკუნისამდე.
- იგავესნი 1:13მოვჩხრიკოთ ყოველი ძვირფასეულობა და სახლები ნაძარცვ-ნაგლეჯით ავივსოთო,
- მეფეთა ა 2:8საპყარს მტვერიდან წამოაყენებს, სანეხვედან აღამაღლებს უპოვარს, რათა დიდებულთა გვერდით დასვას; ტახტს დიდებისას დაუმკვიდრებს, რადგან უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მათზე დაამყარა.
- ებრაელთა მიმართ 10:34ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში