
იგავესნი 8:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
იგავესნი 8:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 8:20 კონტექსტში
8:18ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
8:19ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
8:20სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
8:21რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
8:22უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:20
- მეორე სთვლისაება 5:32ეცადეთ, ისე მოიქცეთ, როგორც ნაბრძანები აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს: არ გადაუხვიოთ არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
- ფსალმუნები 32:8გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
- იოანე 10:27ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით; მე ვიცნობ მათ, და ისინიც მომდევენ.
- იოანე 10:28მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ.
- იგავესნი 6:22მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
- ესაია 2:3დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
- იგავესნი 4:11სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
- იგავესნი 4:12გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში