
იგავესნი 8:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;
იგავესნი 8:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 8:25 კონტექსტში
8:23უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.
8:24როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;
8:25მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;
8:26როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი;
8:27როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:25
- ფსალმუნები 90:2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
- იობი 38:4სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.
- იობი 38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
- ფსალმუნები 102:25უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
- ფსალმუნები 102:28ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენ წინაშე წარიმართება.
- იობი 15:7პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
- იობი 15:8ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
- ებრაელთა მიმართ 1:10და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში