
იგავესნი 8:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
იგავესნი 8:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 8:32 კონტექსტში
8:30მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,
8:31ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული.
8:32ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
8:33მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
8:34ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:32
- ფსალმუნები 119:1ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
- ფსალმუნები 119:2ნეტარ არიან შემნახველნი მის მცნებათა, მთელი გულით რომ ეძიებენ მას.
- ლუკას სახარება 11:28ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.
- ფსალმუნები 128:1გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.
- ფსალმუნები 1:1ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
- ფსალმუნები 1:4უღმრთონი ასე კი არ არიან, ბზეს წააგვანან, ქარისგან აღგვილს.
- იგავესნი 5:7ახლა, მისმინეთ, შვილებო, და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს:
- იგავესნი 7:24ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში