
იგავესნი 8:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
იგავესნი 8:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 8:33 კონტექსტში
8:31ვლაღობდი სამყაროში მის მიწაზე და ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული.
8:32ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
8:33მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
8:34ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
8:35ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:33
- იგავესნი 4:1ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.
- იგავესნი 5:1ჩემო შვილო, ჩემს სიბრძნეს უსმინე, ჩემს შეგონებას მიაპყარ ყური,
- იგავესნი 1:8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- ფსალმუნები 81:11არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.
- ფსალმუნები 81:12და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
- იგავესნი 1:2სიბრძნისა და შეგონების გასაგებად, გონიერი ნათქვამების შესაგნებად;
- იგავესნი 1:3ჭკუის, სიმართლის, სამართლის და სიწრფელის შეგონების მისაღებად.
- რომაელთა მიმართ 10:16მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: „უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?“
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში