
ფსალმუნი 101:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
ფსალმუნი 101:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 101:5 კონტექსტში
101:3არ მივიტან ჩემს თვალთან უკეთურ საგანს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.
101:4გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ ვცნობდე.
101:5თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
101:6თვალს მივადევნებ მართლებს ქვეყნისას, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარება, ის მემსახურება მე.
101:7ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილების მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 101:5
- ფსალმუნები 18:27ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
- ფსალმუნები 15:3ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
- იგავესნი 30:13არის ხალხი - და როგორი ამპარტავანი და ქედმაღლად მომზირალი!
- ფსალმუნები 50:20დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.
- ლუკას სახარება 18:14გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
- კორინთელთა მიმართ ა 5:11ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.
- ტიტეს მიმართ 2:3ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:5ასევე უმრწემესნიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ურთიერთმორჩილებით შეიმოსეთ სიმდაბლე, რადგან ქედმაღალთ ეწინააღმდეგება ღმერთი, თავმდაბალთ კი მადლს ანიჭებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 101
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 101 · გახსენი ბიბლიის მკითხველში