
ფსალმუნი 18:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
ფსალმუნი 18:27 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 18:27 კონტექსტში
18:25და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე.
18:26გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს - გულმართლად.
18:27ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს - უკუღმართად;
18:28რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
18:29ამიტომ ანთებ ჩემს ლამპარს, უფალო; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 18:27
- ფსალმუნები 101:5თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან.
- იაკობის ეპისტოლე 2:5ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
- ესაია 57:15რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
- ესაია 66:2ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
- მეფეთა ბ 22:28დაჩაგრულთა მხსნელი ხარ, მედიდურებს მზერით აცამტვერებ.
- ფსალმუნები 9:18სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ დაკარგული - უპოვართა იმედი.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:9რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
- ფსალმუნები 17:10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 18
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში