
ფსალმუნი 102:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
ფსალმუნი 102:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 102:23 კონტექსტში
102:21რათა აუწყონ სიონზე სახელი უფლისა და ქება მისი - იერუსალიმში.
102:22როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
102:23გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი.
102:24ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
102:25უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 102:23
- ფსალმუნები 89:38მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
- ფსალმუნები 89:47გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; რისთვის შეჰქმენი ფუჭად ყოველი ძე ადამისა?
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:3ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე,
- თესალონიკელთა მიმართ ბ 2:12და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:1ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას
- ტიმოთეს მიმართ ა 4:3რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:1ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:17რათა ღვთის კაცი სრულქმნილი იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 102
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 102 · გახსენი ბიბლიის მკითხველში