
ფსალმუნი 103:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
ფსალმუნი 103:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 103:15 კონტექსტში
103:13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
103:14რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
103:15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
103:17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 103:15
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:24ვინაიდან ყოველი ხორცი ბალახსა ჰგავს და ყოველი დიდება კაცისა - მინდვრის ყვავილს; გახმა ბალახი და დასცვივდა მისი ყვავილიც.
- იაკობის ეპისტოლე 1:10ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა იგი.
- იაკობის ეპისტოლე 1:11რადგანაც ამოდის მზე და მცხუნვარება გაახმობს მდელოს, დაჭკნება მისი ყვავილი და განქარდება მისი მშვენება; ასე დაჭკნება მდიდარიც მისეულ გზაზე.
- ესაია 51:12მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?
- ესაია 28:1ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!
- ესაია 40:6ხმა ამბობს: ახარე. კითხულობს: რა ვახარო? ბალახია ყოველი ხორციელი და ყოველი მშვენება მისი - მინდვრის ყვავილი.
- ესაია 40:8გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ.
- ნაუმი 1:4დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს; გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 103
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 103 · გახსენი ბიბლიის მკითხველში