
ფსალმუნი 103:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
ფსალმუნი 103:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 103:13 კონტექსტში
103:11რადგან, რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ.
103:12როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.
103:13როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
103:14რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
103:15ბალახივით არის დღენი კაცისა, ველის ყვავილივით აყვავდება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 103:13
- ლუკას სახარება 11:11რომელი მამა იქნება თქვენ შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?
- ლუკას სახარება 11:12ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას?
- ებრაელთა მიმართ 12:5და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
- ებრაელთა მიმართ 12:11ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.
- იერემია 31:20განა ჩემი ძვირფასი შვილი არ არის ეფრემი? ჩემი ნებიერი ბავშვი არ არის? რამდენჯერ ვახსენებ, იმდენჯერ თვალწინ მიდგას. ამიტომაგ შიგანი მეწვის მის გამო, უნდა შევიბრალო, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 103:17ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ და მისი სიმართლე - შვილთაშვილებზე,
- ლუკას სახარება 15:21შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.
- ლუკას სახარება 15:22ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 103
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 103 · გახსენი ბიბლიის მკითხველში