
ფსალმუნი 103:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
ფსალმუნი 103:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 103:6 კონტექსტში
103:4საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
103:5სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
103:6სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
103:7აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანებს - თავისი საქმენი.
103:8შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 103:6
- ფსალმუნები 12:5რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
- ფსალმუნები 9:9უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს.
- ფსალმუნები 72:12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
- ფსალმუნები 146:7იქმს სამართალს ჩაგრულთათვის; აძლევს პურს დამშეულებს; უფალი ათავისუფლებს ბორკილგაყრილებს.
- იგავესნი 14:31ღარიბის მჩაგვრელი თავის შემოქმედს შეურაცხყოფს, მათხოვრის მწყალობელი კი უფლის მადიდებელია.
- ფსალმუნები 109:31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
- იაკობის ეპისტოლე 2:6თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
- იგავესნი 22:22ღარიბს ნუ წაართმევ, რადგან ღარიბია იგი; ბეჩავს კარიბჭესთან ნუ დაჩაგრავ;
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 103
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 103 · გახსენი ბიბლიის მკითხველში