
ფსალმუნი 105:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
ფსალმუნი 105:21 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:21 კონტექსტში
105:19ვიდრე ასრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი.
105:20გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი - გამგებელი ხალხებისა - და გამოიხსნა იგი.
105:21დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
105:22რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
105:23და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:21
- შესაქმე 41:40შენ იქნები ჩემი სახლის მოურავი და შენს სიტყვას დაემორჩილება მთელი ჩემი ხალხი; მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული.
- შესაქმე 41:44უთხრა ფარაონმა იოსებს: მე ფარაონი ვარ, მაგრამ უშენოდ ხელს ვერავინ გაანძრევს მთელს ეგვიპტეში.
- შესაქმე 41:55დაიმშა მთელი ეგვიპტის ქვეყანა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს, რათა მიეცა მისთვის პური. გამოუცხადა ფარაონმა მთელს ეგვიპტეს: მიდით იოსებთან და როგორც გეტყვით, ისე მოიქეცით.
- შესაქმე 45:26ახარეს, ცოცხალია შენი შვილი იოსები, მთელი ეგვიპტის განმგებელიაო. გაოგნდა, რადგან არ სჯეროდა მათი.
- შესაქმე 45:8თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში