
ფსალმუნი 105:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
ფსალმუნი 105:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:23 კონტექსტში
105:21დააყენა თავისი სახლის ბატონად და გამგებელად მთელი თავისი მონაგარისა.
105:22რათა მოქცეოდა მის თავადებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი.
105:23და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და გადასახლდა იაკობი ქამის ქვეყანაში.
105:24და გაამრავლა ღმერთმა, მისი ხალხი ფრიად და გააძლიერა მის მტრებზე მეტად.
105:25შეცვალა მათი გული მისი ხალხის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:23
- მოციქულთა საქმენი 7:11ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელ ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.
- მოციქულთა საქმენი 7:15ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში, სადაც აღესრულა ისიც და ჩვენი მამებიც.
- მოციქულთა საქმენი 13:17ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
- ფსალმუნები 106:22საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
- ფსალმუნები 78:51განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი - ხამის კარვებში.
- შესაქმე 46:2უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
- შესაქმე 46:7თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.
- შესაქმე 45:9საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში