
ფსალმუნი 105:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
ფსალმუნი 105:41 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 105:41 კონტექსტში
105:39გადააფარა ღრუბელი საფრად და ცეცხლი - ღამის გასანათებლად.
105:40ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
105:41გაკვეთა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ.
105:42რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა თავისი მორჩილის აბრაამის მიმართ.
105:43გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 105:41
- რიცხვთა 20:11აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა. სვეს საზოგადოებამ და მისმა საქონელმა.
- გამოსვლა 17:6მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
- ესაია 48:21არ მოსწყურებიათ უდაბნოებში, სადაც დაჰყავდა; კლდიდან უდინა მათ წყალი, კლდე გააპო და იჩქეფა წყალმა.
- კორინთელთა მიმართ ა 10:4და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
- ფსალმუნები 78:15გააპო კლდენი უდაბნოში და დაარწყულა ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
- ფსალმუნები 78:16გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
- ფსალმუნები 114:8რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად.
- ფსალმუნები 78:20ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 105
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 105 · გახსენი ბიბლიის მკითხველში