
ფსალმუნი 106:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
ფსალმუნი 106:29 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:29 კონტექსტში
106:27და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
106:28დაუკავშირდნენ ბაყალ-ფეღორს და ჭამეს მკვდართა შესაწირავი.
106:29განარისხეს თავიანთი მოქმედებით და თავს დაატყდათ მომსრველი სენი.
106:30წამოდგა ფინხასი და ილოცა, და შეჩერდა მომსრველი სენი.
106:31ჩაეთვალა მას მოწყალებად თაობიდან თაობამდე, სამარადჟამოდ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:29
- კორინთელთა მიმართ ა 10:8ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
- მეორე სთვლისაება 32:16გააჯავრეს უცხო ღმერთებით და სისაძაგლეებით გააღიზიანეს.
- მეორე სთვლისაება 32:21გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.
- ფსალმუნები 99:8უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმცევებელი ღმერთი იყავი მათთვის და შურის მაძიებელი მათი ნამოქმედარისათვის.
- რომაელთა მიმართ 1:21რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული;
- რომაელთა მიმართ 1:24ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული;
- ფსალმუნები 106:39შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
- რიცხვთა 25:9გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში