
ფსალმუნი 106:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
ფსალმუნი 106:39 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:39 კონტექსტში
106:37შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი ეშმაკებს.
106:38დაღვარეს სისხლი უცოდველი, თავიანთ ძეთა და ასულთა სისხლი, რომელიც შესწირეს ქანაანის კერპებს, და შეირყვნა ქვეყანა სისხლით.
106:39შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავიანთი მოქმედებით.
106:40მაშინ აღეგზნო რისხვა უფლისა თავის ხალხზე და შესძაგდა მას სამკვიდრო თვისი.
106:41და ხელში ჩაუგდო ისინი ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი მათი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:39
- ეზექიელი 20:18ვუთხარი მათ შვილებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებს ნუ მიჰყვებით, მათ სამართალს ნუ იცავთ, მათი კერპებით თავს ნუ იუწმიდურებთ-მეთქი.
- რიცხვთა 15:39და გქონდეთ ფოჩში, რომ მისი დანახვისას გაიხსენოთ უფლის ყველა მცნება, შეასრულოთ და არ აჰყვეთ გულსა და თვალს, რომლებიც გზა-კვალს გირევენ თქვენ,
- ლევიანი 17:7აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში.
- გამოცხადება 17:1მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
- გამოცხადება 17:6და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
- ეზექიელი 20:30ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხომ იუწმიდურებთ თავს თქვენი მამა-პაპის გზით? ხომ ირყვნებით მათი სიბლწეების კვალზე?
- ეზექიელი 20:31როცა მიგაქვთ თქვენი შესაწირავი, როცა ცეცხლში ატარებთ თქვენს შვილებს, თავს იუწმიდურებთ ყველა თქვენი კერპით დღევანდლამდე, და კიდევ გინდათ, რომ შეგეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შეგეკითხვინოთ.
- ესაია 59:3რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში