
ფსალმუნი 107:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
ფსალმუნი 107:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 107:11 კონტექსტში
107:9რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
107:10მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.
107:11რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
107:12მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ.
107:13შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 107:11
- ფსალმუნები 106:43მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი აბრაზებდნენ საკუთარი ზრახვებით და მდაბლდებოდნენ ბრალით.
- რომაელთა მიმართ 1:28და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას.
- იგავესნი 1:25უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
- ფსალმუნები 78:40რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
- ლუკას სახარება 7:30ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
- ფსალმუნები 73:24შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
- იგავესნი 1:30არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
- იგავესნი 1:31იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 107
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 107 · გახსენი ბიბლიის მკითხველში