
ფსალმუნი 107:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
ფსალმუნი 107:24 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 107:24 კონტექსტში
107:22შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.
107:23ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა -
107:24მათ ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი სიღრმეებში.
107:25ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
107:26ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დადნება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 107:24
- ფსალმუნები 95:5რადგან მისია ზღვა - მან შეჰქმნა იგი და ხმელეთი მის ხელთა ქმნილებაა.
- ფსალმუნები 104:24რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით.
- ფსალმუნები 104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
- იობი 38:8ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,
- იობი 38:11და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება- მეთქი?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 107
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 107 · გახსენი ბიბლიის მკითხველში