
ფსალმუნი 107:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
ფსალმუნი 107:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 107:7 კონტექსტში
107:5შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, მათი სული იბინდებოდა.
107:6შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი.
107:7და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ.
107:8დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
107:9რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 107:7
- იერემია 31:9ტირილით წამოვლენ და მეც ნუგეშისცემით წამოვუძღვები; წყლის პირებზე ვატარებ სწორი გზებით, არ წაიფორხილებენ, რადგან ისრაელის მამა ვარ მე და ეფრემი ჩემი პირმშოა.
- ფსალმუნები 77:20უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.
- ეზრა 8:21გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.
- ეზრა 8:23ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი.
- ებრაელთა მიმართ 11:9რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
- ებრაელთა მიმართ 11:10ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
- ებრაელთა მიმართ 12:22არამედ მიადექით სიონის მთას და ცოცხალი ღმერთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ანგელოზთა ურიცხვ სიმრავლეს,
- ესაია 30:21თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 107
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 107 · გახსენი ბიბლიის მკითხველში