
ფსალმუნი 109:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
ფსალმუნი 109:26 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 109:26 კონტექსტში
109:24მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
109:25და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
109:26შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
109:27დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.
109:28ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:26
- ფსალმუნები 119:86ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
- ფსალმუნები 69:13და მე ვლოცულობ შენ მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
- ფსალმუნები 57:1გუნდის ლოტბარს. ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როცა საულს გაექცა მღვიმეში. შემიწყალე, ღმერთო, შემიწყალე, რადგან შენ მოგენდო ჩემი სული და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შევაფარებ თავს, ვიდრე გაჭირვება გადაივლიდეს.
- ებრაელთა მიმართ 5:7რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
- ფსალმუნები 69:16მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
- ფსალმუნები 40:12რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში