
ფსალმუნი 109:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
ფსალმუნი 109:24 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 109:24 კონტექსტში
109:22რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.
109:23ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
109:24მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
109:25და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
109:26შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 109:24
- ფსალმუნები 32:3როდესაც ვდუმდთ, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა.
- ფსალმუნები 32:4რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით. სელა.
- ფსალმუნები 22:14ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
- მათეს სახარება 4:2და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.
- ებრაელთა მიმართ 12:12მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.
- იობი 19:20ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.
- ფსალმუნები 35:13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
- ფსალმუნები 35:14როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 109
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 109 · გახსენი ბიბლიის მკითხველში