
ფსალმუნი 11:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
ფსალმუნი 11:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 11:7 კონტექსტში
11:5უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
11:7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 11:7
- გამოცხადება 22:4იხილავენ მის სახეს და მათ შუბლზე იქნება მისი სახელი.
- ფსალმუნები 17:15მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.
- ფსალმუნები 45:7შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:12რადგანაც უფლის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, მისი ყური კი - მათი ლოცვა-ვედრების მიმართ, ხოლო მისი სახე რისხვით დაჰყურებს ბოროტმოქმედთ.
- იობი 36:7მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი;
- იოანეს ეპისტოლე ა 3:2საყვარელნო, ამიერიდან ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ გამჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით მხოლოდ, რომ, როცა გამომჟღავნდება, მისივე მსგავსნი ვიქნებით, რადგანაც ვიხილავთ მას, როგორიც არის.
- ფსალმუნები 33:18აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
- ფსალმუნები 42:5რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავ ვადიდებ მას მისი შველისთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 11
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში