
ფსალმუნი 111:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
ფსალმუნი 111:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 111:6 კონტექსტში
111:4სამახსოვროდ ქმნა საოცრებანი თვისნი, მოწყალე და შემბრალებელია უფალი.
111:5ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.
111:6ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
111:7მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
111:8იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 111:6
- ფსალმუნები 80:8ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის.
- ფსალმუნები 2:8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
- ფსალმუნები 44:2შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.
- ფსალმუნები 78:12მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
- ფსალმუნები 78:72და მწყემსა ისინი თავისი სპეტაკი გულით და თავის ხელთა გონიერებით უძღოდა მათ.
- იესო ნავეს ძე 3:14როცა დაიძრა ხალხი თავ-თავისი კარვებიდან, რომ გადაელახათ იორდანე, მღვდლებმაც წაიღეს ხალხის წინ აღთქმის კიდობანი.
- იესო ნავეს ძე 3:17უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მყარად იდგნენ მშრალზე შუაგულ იორდანეში. ასე გადიოდა მთელი ისრაელი მშრალზე, ვიდრე მთელმა ერმა არ გადალახა იორდანე.
- იესო ნავეს ძე 6:20ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 111
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 111 · გახსენი ბიბლიის მკითხველში