
ფსალმუნი 111:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
ფსალმუნი 111:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 111:7 კონტექსტში
111:5ნადავლი მისცა თავის მოშიშებს; ახსოვს მარადის აღთქმა თავისი.
111:6ძალა თავის საქმეთა გააგებინა თავის ხალხს, რომ მიეცა მათთვის მემკვიდრეობა წარმართთა.
111:7მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
111:8იმედნეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
111:9ხსნა მოუვლინა თავის ხალხს; მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი; წმიდა და საშიშია სახელი მისი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 111:7
- ფსალმუნები 19:7რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
- ფსალმუნები 89:14სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება წინ გეგებებიან.
- მეორე სთვლისაება 32:4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
- ფსალმუნები 98:3გაუხსენა წყალობა და ჭეშმარიტება თვისი ისრაელის ხალხს; ნახა დედამიწის ყველა კუთხემ შველა ჩვენი ღმერთისა.
- ფსალმუნები 105:8ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე,
- ფსალმუნები 119:151ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
- ფსალმუნები 119:160საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
- ფსალმუნები 119:86ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 111
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 111 · გახსენი ბიბლიის მკითხველში