
ფსალმუნი 112:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
ფსალმუნი 112:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 112:9 კონტექსტში
112:7ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცეა მისი გული, მინდობილია უფალზე.
112:8იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
112:9გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
112:10ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 112:9
- ფსალმუნები 75:10ბოროტთა რქებს მთლიანად დავამტვრევ, მართლის ღირსებას ავამაღლებ.
- ებრაელთა მიმართ 13:16ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
- იაკობის ეპისტოლე 2:15თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
- იაკობის ეპისტოლე 2:16ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?
- ტიმოთეს მიმართ ა 6:18რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,
- იოანეს ეპისტოლე ა 3:16იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან თავისი სული დადო ჩვენთვის; ჩვენც გვმართებს ძმებისათვის სულის დადება.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:18შვილებო, გვიყვარდეს, მაგრამ არა სიტყვით და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
- ებრაელთა მიმართ 6:10რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 112
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 112 · გახსენი ბიბლიის მკითხველში