
ფსალმუნი 112:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
ფსალმუნი 112:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 112:10 კონტექსტში
112:8იმედნეულია გული მისი; არ შეშინდება, ოდეს იხილავს თავის მტრებს.
112:9გაანიავა, მისცა ღატაკებს; მისი სიმართლე მარადიულია, მისი ღირსება ამაღლდება დიდებით.
112:10ბოროტი ნახავს და განრისხდება, კბილებს დააღრჭენს და დადნება; ბოროტეულთა საწადელი წარიხოცება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 112:10
- ფსალმუნები 58:7გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
- ფსალმუნები 58:8ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
- ლუკას სახარება 13:28და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხილავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.
- ფსალმუნები 86:17მოიმოქმედე ჩემ მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
- ფსალმუნები 37:12ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
- იგავესნი 10:28მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი დაიღუპება.
- იგავესნი 11:7ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია.
- იობი 8:13ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 112
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 112 · გახსენი ბიბლიის მკითხველში