
ფსალმუნი 113:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
ფსალმუნი 113:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 113:1 კონტექსტში
113:1ადიდეთ უფალი! ადიდეთ, მორჩილნი უფლისა, ადიდეთ უფლის სახელი!
113:2იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.
113:3მზის აღსავლიდან დასავალამდე განდიდებულია სახელი უფლისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 113:1
- ეფესელთა მიმართ 5:19ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
- ეფესელთა მიმართ 5:20მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
- ფსალმუნები 135:1ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
- ფსალმუნები 135:3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
- ფსალმუნები 34:22იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
- ფსალმუნები 103:20ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს.
- ფსალმუნები 103:21ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო.
- ფსალმუნები 33:1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 113
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 113 · გახსენი ბიბლიის მკითხველში