
ფსალმუნი 135:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
ფსალმუნი 135:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 135:3 კონტექსტში
135:1ადიდეთ უფალი! ადიდეთ სახელი უფლისა, ადიდეთ, მორჩილნო უფლისა!
135:2რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა.
135:3ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
135:4რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი - თავის წარჩინებულად.
135:5რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 135:3
- ფსალმუნები 147:1ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან სასურველია, შეშვენის ქება-დიდება.
- ფსალმუნები 119:68კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი.
- ფსალმუნები 106:1ადიდეთ უფალი. ქებით შემოსეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან მარადიულია წყალობა მისი.
- ფსალმუნები 33:1იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
- ფსალმუნები 118:1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 63:5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.
- მათეს სახარება 19:17ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი.
- ფსალმუნები 145:7ხსენებას შენი მრავალი სიკეთისას გამოთქვამენ და შენს სიმართლეს უმღერებენ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 135
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 135 · გახსენი ბიბლიის მკითხველში