ფსალმუნი 115
1ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
2რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
3ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
4მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
5პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
6ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
7ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
8მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
9ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
10აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
11მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
12უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
13აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
14დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
15კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
16ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
17არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
18არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
საქართველოს საპატრიარქო