ფსალმუნი 116
1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4და სახელს მოვუხმობ უფლისას; გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი.
5მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს განსასვენებელში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ.
8რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი - ცრემლისაგან, ფეხი ჩემი - წაბორძიკებისაგან;
9ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
10მწამდა, როცა ვიტყოდი: გავიტანჯე ფრიად.
11ვთქვი ჩემი აჩქარებისას: ყოველი კაცი ცრუა.
12რით გადავუხადო უფალს ყოველივე, რაც მე მომიზღო?
13თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ.
14ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
15მძიმეა უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდანებისა.
16გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა; გახსენი ჩემი ბორკილები.
17შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
18ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ხალხის წინაშე.
19უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ადიდეთ უფალი!
საქართველოს საპატრიარქო