
ფსალმუნი 118:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
ფსალმუნი 118:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 118:3 კონტექსტში
118:1ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
118:2იტყვის ახლა ისრაელი: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
118:3იტყვის ახლა სახლი აარონისა: მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი.
118:4იტყვიან ახლა მოშიშნი უფლისა: მართლაც უკუნასამდეა წყალობა მისი.
118:5სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 118:3
- ფსალმუნები 134:1გალობა აღსავალთა. აჰა, ადიდეთ უფალი, ყოველნო მსახურნო უფლისა, რომელნიც უფლის სახლში დგახართ ღამღამობით.
- ფსალმუნები 134:3გაკურთხოს სიონიდან უფალმა, ცისა და ქვეყნის შემოქმედმა.
- გამოცხადება 5:8და როცა აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინაშე; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და ოქროს თასი, საკმევლით სავსე, რომელიც არის წმიდათა ლოცვა.
- გამოცხადება 5:10რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
- გამოცხადება 4:7პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი.
- გამოცხადება 4:11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
- გამოცხადება 1:6ვინც მეფეებად და თავისი ღმერთისა და მამის მღვდლებად გვაქცია, - დიდება და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 118
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 118 · გახსენი ბიბლიის მკითხველში