
გამოცხადება 4:11, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
გამოცხადება 4:11 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: გამოცხადება 4:11
2 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ანდრია კესარიელი6 საუკუნე “ვინაიდან შენ ხარ, მეუფეო, დიდებული გამარჯვების მიზეზი და მომნიჭებელი, ამბობენ ისინი, ამიტომაც შენდამი უნდა აღავლენდეს მადლიერებას ყოველი დაბადებული.”
ბოროდინი პ. მ.19 საუკუნე
1 / 2
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 2 განმარტება.
გამოცხადება 4:11 კონტექსტში
4:9და როცა ცხოველნი დიდებას, პატივს და მადლიერებას მიაგებენ ტახტზე მჯდომარეს, რომელიც ცოცხალია უკუნითი უკუნისამდე,
4:10ოცდაოთხი უხუცესი დაემხობა ტახტზე მჯდომარის წინაშე და თაყვანს სცემენ ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე, ტახტის წინ ყრიან თავიანთ გვირგვინებს და ამბობენ:
4:11ღირსი ხარ, უფალო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგანაც შენ შეჰქმენ ყოველი, შენ ინებე და შეიქმნენ.
პარალელური ადგილები: გამოცხადება 4:11
- კოლასელთა მიმართ 1:16რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
- კოლასელთა მიმართ 1:17ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
- გამოცხადება 5:12რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
- ესაია 40:28განა არ იცი? ნუთუ არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების შემქმნელი. არ იღლება და არ იქანცება, მიუწვდომელია მისი განგება.
- იგავესნი 16:4უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.
- იოანე 1:1დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
- იოანე 1:3ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
- გამოცხადება 10:6და დაიფიცა ცოცხალი უკუნითი უკუნისამდე, რომელმაც შექმნა ცა და ყოველივე ციური, მიწა და ყოველივე მიწიერი, ზღვა და ყოველივე ზღვიური, რომ უკვე აღარ იქნება დრო.
განაგრძე კითხვა: გამოცხადება 4
სრულად წაიკითხე: გამოცხადება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში