
ფსალმუნი 118:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
ფსალმუნი 118:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 118:8 კონტექსტში
118:6უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
118:7უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
118:8უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
118:9უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.
118:10ხალხნი ყოველნი გარს შემომერტყნენ - უფლის სახელით მართლაც ამოვწყვეტ მათ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 118:8
- ფსალმუნები 40:4ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ.
- იერემია 17:5ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
- იერემია 17:7კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
- ფსალმუნები 62:8მიენდეთ მას ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე; ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. სელა.
- ფსალმუნები 62:9მხოლოდ არარაობანი არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველანი ერთად არარაობაზე უარესია.
- მიქა 7:5ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენ გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი
- მიქა 7:7მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 118
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 118 · გახსენი ბიბლიის მკითხველში