
ფსალმუნი 119:100 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
ფსალმუნი 119:100 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:100 კონტექსტში
119:98ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემია იგი.
119:99ყველა ჩემს მოძღვარზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი სააზროვნიაა ჩემი.
119:100მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
119:101ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
119:102შენთა სამართალთაგან არ გადამიხვევია, რადგანაც შენ მასწავლიდი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:100
- იაკობის ეპისტოლე 3:13ვინაა თქვენ შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.
- ფსალმუნები 111:10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
- იერემია 8:8როგორ ამბობთ: ბრძენები ვართ, რადგან უფლის რჯულიაო ჩვენთან? კეთილი. აჰა, სიცრუედ უქცევია იგი მწიგნობართა ცრუ კალამს!
- იერემია 8:9თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?
- იობი 15:9რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?
- იობი 15:10თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენ შორის, მამაშენზე უხსენი.
- იობი 12:12განა მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა?
- იობი 28:28უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში