
ფსალმუნი 119:105 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
ფსალმუნი 119:105 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:105 კონტექსტში
119:103რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის.
119:104შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე ყთველი გზა სიცრუისა.
119:105ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
119:106დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.
119:107დავიტანჯე მეტისმეტად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:105
- იგავესნი 6:23რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
- ფსალმუნები 43:3გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
- ფსალმუნები 18:28რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:19ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
- იობი 29:3როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!
- ეფესელთა მიმართ 5:13ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება,
- ფსალმუნები 19:8მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში