
ფსალმუნი 43:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
ფსალმუნი 43:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 43:3 კონტექსტში
43:1განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.
43:2რადგან შენ ნარ ღმერთი ჩემი სიმაგრისა. რად მიმატოვე? რად მაიძულე, რომ ვიარო მტრისაგან შეჭირვებულმა?
43:3გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
43:4და მივალ ღმერთის სამსხვერპლოსთან, ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან და გადიდებ შენ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!
43:5რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რას დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც განვადიდებ მას - ჩემს დამხსნელსა და ჩემს ღმერთს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 43:3
- ფსალმუნები 36:9რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
- იგავესნი 3:5ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
- იგავესნი 3:6შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
- იოანე 1:4მასში იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ნათელი კაცთა.
- ფსალმუნები 143:10შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
- ფსალმუნები 97:11შუქი იღვრება წმიდისათვის და გულმართალთათვის - მხიარულება.
- ფსალმუნები 119:105ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
- ფსალმუნები 84:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 43
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში