
ფსალმუნი 119:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
ფსალმუნი 119:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:11 კონტექსტში
119:9რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმიდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ.
119:10მთელი გულით გეძიებ შენ, ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან.
119:11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
119:12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
119:13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:11
- ფსალმუნები 37:31რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
- კოლასელთა მიმართ 3:16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
- ფსალმუნები 40:8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
- იერემია 15:16ნაპოვნია შენი სიტყვები და მე ვჭამე ისინი; შვება და გულის სიხარული იყო ჩემთვის შენი სიტყვა, რადგან შენი სახელით ვიწოდები, უფალო, ცაბაოთ ღმერთო.
- ფსალმუნები 1:2არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
- იობი 22:22მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;
- იგავესნი 2:10თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში და ცოდნა ეტკბო შენს სულს,
- იგავესნი 2:11გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში