
ფსალმუნი 119:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
ფსალმუნი 119:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:13 კონტექსტში
119:11გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შევცოდო.
119:12კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
119:13ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას.
119:14შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე.
119:15შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:13
- ფსალმუნები 71:15ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღეა შველა შენმიერი, რადგან არ ვიცი მათი რიცხვი.
- ფსალმუნები 71:18ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე, ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს ძალას ამ თაობას და ყველა მომავალს - შენს სიძლიერეს.
- ფსალმუნები 40:9სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს, უფალო, შენ უწყი.
- ფსალმუნები 40:10შენი სიმართლე არ დამიფარავს ჩემს გულში, შენს ერთგულებასა და შენს ხსნაზე ვლაპარაკობდი, შენი წყალობა და ჭეშმარიტება არ დამიმალავს დიდი კრებულისათვის.
- ფსალმუნები 34:11მოდით, შვილებო, მომისმინეთ: უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
- ფსალმუნები 37:30წმიდანის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს.
- მათეს სახარება 12:34იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
- ფსალმუნები 119:172იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში