
ფსალმუნი 119:116 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
ფსალმუნი 119:116 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:116 კონტექსტში
119:114თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
119:115შორს ჩემგან, ბოროტნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას.
119:116შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს.
119:117შემეწიე და გადავრჩე, და ჩავწვდვბი შენს წესდებებს ყოველთვის.
119:118მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:116
- რომაელთა მიმართ 5:5სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
- ფსალმუნები 25:2ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:6რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- ფსალმუნები 54:4აგერ, ღმერთია ჩემი შემწე, ღმერთია ჩემი სულის გამმაგრებელი:
- ფსალმუნები 37:24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
- ფსალმუნები 37:17რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია.
- ფსალმუნები 63:8შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში