
ფსალმუნი 63:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
ფსალმუნი 63:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 63:8 კონტექსტში
63:6როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.
63:7რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.
63:8შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.
63:9ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 63:8
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- ფსალმუნები 18:35ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
- ფსალმუნები 73:23ხოლო მე მუდამ შენთანა ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი.
- ფსალმუნები 37:24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
- ქებათა ქება 2:6ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი!
- ესაია 42:1აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს.
- ფსალმუნები 94:18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
- ფსალმუნები 73:25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 63
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 63 · გახსენი ბიბლიის მკითხველში