
ფსალმუნი 119:122 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
ფსალმუნი 119:122 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:122 კონტექსტში
119:120თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების.
119:121ვქმენ სამართალი და სიმართლე. ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას.
119:122გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
119:123დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
119:124მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესები შენი მასწავლე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:122
- ებრაელთა მიმართ 7:22იმდენადვე უმჯობესი აღთქმის თავმდები გახდა იესო.
- ესაია 38:14როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
- იგავესნი 22:26ნუ იქნები იმათგანი, ვინც ვალს იღებს და გადახდის პირობას დებს.
- იგავესნი 22:27როცა გადასახდელი არაფერი გექნება, რისთვის უნდა გამოგაცალონ ქვეშაგები?
- იობი 17:3მომხედე, გამიწიე თავდებობა შენ წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?
- ფსალმუნები 119:21შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან.
- შესაქმე 43:9მე ჩავიბარებ და მევე მომკითხე. თუ არ მოგიყვანო და წინ არ დაგიყენო, მთელი სიცოცხლე შემცოდე ვიყო შენ წინაშე.
- ფილიმონეს მიმართ 1:18ხოლო თუ რამე გაწყენინა, ან მართებს შენი, მე მომკითხე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში