
ესაია 38:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
ესაია 38:14 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 38:14 კონტექსტში
38:12აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
38:13დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
38:14როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
38:15რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.
38:16უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე.
პარალელური ადგილები: ესაია 38:14
- ესაია 59:11დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.
- ფსალმუნები 69:3მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
- ნაუმი 2:7გადაწყდა: გასახლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
- ფსალმუნები 119:122გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
- ფსალმუნები 119:123დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
- ფსალმუნები 123:1გალობა აღსავალთა. შენკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
- ფსალმუნები 123:4საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.
- იობი 30:29ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;
განაგრძე კითხვა: ესაია 38
სრულად წაიკითხე: ესაია 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში