
ფსალმუნი 119:130 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
ფსალმუნი 119:130 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:130 კონტექსტში
119:128ამიტომ ყველა შენი ბრძანება უკლებლივ სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
119:129საოცარია მცნებანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
119:130საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუბრყვილოებს.
119:131პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
119:132მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:130
- ფსალმუნები 119:105ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე - ჩემი ბილიკისათვის.
- იგავესნი 6:23რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
- ფსალმუნები 19:7რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააბრძნობს გულუბრყვილოებს.
- მოციქულთა საქმენი 26:18იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.
- ლუკას სახარება 1:77და მათი ცოდვების მიტევებით მისცე მის ხალხს ხსნის შემეცნება.
- ლუკას სახარება 1:79რათა გაენათლებინა სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში მსხდომნი და მშვიდობის გზით წარემართა ჩვენი ნაბიჯი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:19ეგეც არ იყოს, ხელთა გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად იქცევით, ისე რომ ესწრაფით მას, როგორც ბნელში მანათობელ ლამპარს, ვიდრე ირიჟრაჟებდეს და თქვენს გულებში ამობრწყინდებოდეს ცისკრის ვარსკვლავი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში