
ფსალმუნი 119:137 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
ფსალმუნი 119:137 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:137 კონტექსტში
119:135შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
119:136წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
119:137მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია სამართალი შენი.
119:138ბრძანე სიმართლით მცნებანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად.
119:139დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:137
- ეზრა 9:15უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენ წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენ წინაშე დგომა ამის გამო.
- იერემია 12:1მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?
- დანიელი 9:7უფალო, შენია სიმართლე, ხოლო ჩვენ დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე - ყველა იუდაელს, იერუსალიმის მკვიდრს, მთელ ისრაელს, ახლობელსა და შორებელს, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შენ განდევნე იმ ღალატის გამო, რომლითაც შენ გიღალატეს.
- ფსალმუნები 145:17მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
- ფსალმუნები 103:6სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
- მეორე სთვლისაება 32:4კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.
- გამოცხადება 16:7და მომესმა ხმა საკურთხევლიდან, რომელმაც თქვა: დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, მართალი და ჭეშმარიტია შენი მსჯავრი.
- დანიელი 9:14უფალი ინახავდა ამ უბედურებას და თავს დაგვატეხა იგი; რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, ყველა თავის საქმეში, რასაც იგი აკეთებს; მაგრამ ჩვენ ყურს არ ვუგდებდით მის ხმას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში