
ფსალმუნი 119:147 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
ფსალმუნი 119:147 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:147 კონტექსტში
119:145მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესებს დავიცავ.
119:146შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მცნებებს.
119:147ავდგები გარიჟრაჟამდე და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
119:148ჩემმა თვალებმა დაასწრეს განთიადს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე.
119:149ჩემა ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ; უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:147
- მარკოზის სახარება 1:35ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.
- ფსალმუნები 5:3უფალო! დილდილობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან შევემზადები შენთვის და დაგელოდები.
- ფსალმუნები 130:5მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
- ფსალმუნები 130:6სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
- ფსალმუნები 88:13მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
- ფსალმუნები 42:8დღისით გამოგზავნის უფალი თავის წყალობას და ღამით ვუგალობებ მას ჩემთან. ჩემი სიცოცხლის ღმერთისადმი ლოცვას აღვავლენ.
- ფსალმუნები 119:74მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი.
- ფსალმუნები 119:81დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში