
ფსალმუნი 119:167 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
ფსალმუნი 119:167 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:167 კონტექსტში
119:165დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
119:166იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს მცნებებს ვასრულებდი.
119:167იცავდა ჩემი სული შენს მცნებებს და მე ისინი მიყვარს ძალიან.
119:168ვიცავდი შენს ბრძანებებს და მცნებებს, რადგან ყველა ჩემი გზა შენ წინაშეა.
119:169მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენ წინაშე, უფალო, და შენი სიტყვებისამებრ შთამაგონე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:167
- რომაელთა მიმართ 7:22ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
- ფსალმუნები 40:8შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.
- ებრაელთა მიმართ 10:16„ეს არის აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ მათ იმ დღეთა შემდეგ, - ამბობს უფალი, - ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გულებში და მათ გონებაში ჩავწერ.
- ფსალმუნები 119:97რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
- იოანე 15:9როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.
- იოანე 15:10თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
- ფსალმუნები 119:159ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი, უფალო; შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
- იოანე 14:21ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში