
ფსალმუნი 119:90 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
ფსალმუნი 119:90 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 119:90 კონტექსტში
119:88შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მცნებებს შენი პირისას.
119:89უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში.
119:90თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი; დაამყარე ქვეყანა და დგას.
119:91შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ.
119:92რჯული შენი რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 119:90
- ფსალმუნები 100:5რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.
- ფსალმუნები 89:1მოძღვრება ეთან ეზრახელისა. უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.
- ფსალმუნები 89:2რადგანაც ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდეს წყალობა და ცათა შიგან განიმტკიცო ჭეშმარიტება შენი.
- ფსალმუნები 93:1უფალი მეფობს სიდიადით შემოსილი; შეიმოსა უფალი, ძლიერება გარს შემოირტყა; დააფუძნა სამყარო, რომ არ შეირყეს.
- ფსალმუნები 148:6და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
- მიქა 7:20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. ნაუმი
- ფსალმუნები 36:5უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
- ფსალმუნები 89:11შენია ცანი, დედამიწაც შენია, სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 119
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 119 · გახსენი ბიბლიის მკითხველში